გამოხმაურება ევროკავშირის ლიდერების განცხადებებზე 

ევროპელი ლიდერების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, პოლიტიკური შეფასებების თემაა. „საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ,“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.