გამოხმაურება დმანისში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე

ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა, დმანისში საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. პლატფორმის ოფიციალური ვებგვერდი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირველმა არხმა, ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.

სტატიაში ასევე საუბარია 2020 წლის სექტემბერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც დაუდგენელმა პირებმა ქალაქ მარნეულში სცემეს სულ მცირე ხუთი ჟურნალისტი, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ოპერატორი.

დატოვე კომენტარი