გამოხმაურება ბულინგის მცდელობის ფაქტზე

მას შემდეგ, რაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვთა მშობლებმა მთავრობას მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადეს და კომისიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვეს, სოციალურ ქსელებში, აქტივისტთა ერთმა ნაწილმა ეს ფაქტი საპროტესტო აქციების ღალატად შეაფასა და შეურაცხმყოფელი კომენტარებით მათზე ბულინგი სცადა. კომენტარების ნაწილი მოგვიანებით წაიშალა, თუმცა, ფაქტს გამოხმაურებები მოჰყვა.

მმართველ გუნდში მომხდარს გმობენ და ამბობენ, რომ რეალურად ოპოზიციის აქტივისტების ნაწილი ბავშვების დაავადებით სპეკულირებას ცდილობდა.