გამოფენები ეროვნულ გალერეაში
ეროვნულ გალერეაში გურამ და ეკა გელოვანების ორი დამოუკიდებელი გამოფენა გაიხსნა. გამოფენებზე წარმოდგენილია ორი სხვადასხვა თაობის მხატვრის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები, რაც საინტერესო რეტროსპექტივებს ქმნის. გურამ გელოვანი მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ქართული მხატვრობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები თანადროული ეპოქის ამსახველი სამუზეუმო კლასიკაა. ეკატერინე გელოვანის ფერწერაში კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პორტრეტის ჟანრს. გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.