გამოფენა „ვეფხისტყაოსნის სულისმეტყველება“

21:55, 07.04.2026

„ვეფხისტყაოსნის სულისმეტყველება“ – ასე ჰქვია გამოფენას, რომელსაც სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცე მასპინძლობს.

წარმოდგენილია ვალერი მიქავას შემოქმედება. მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი 85 ნამუშევარს ნახავს. ავტორის თქმით, ეს არის შოთა რუსთაველის პოემის ახალი სულიერი და ვიზუალური ინტერპრეტაცია. პოემის თემატიკაზე შექმნილი ილუსტრაციები საგამოფენო სივრცეში რვა აპრილის ჩათვლით იქნება გამოფენილი.

მსგავსი