გამოფენა „უკანასკნელი აღთქმა“

მაგნუმის“ ცნობილი ნორვეგიელი ფოტოგრაფის უჩვეულო ფოტოპროექტი საქართველოში. 2005 წელს აფხაზეთში გადაღებული ფოტოების შემდეგ იონას ბენდიკსენი თბილისს ამჯერად ფოტოსერიით ესტუმრა სახელწოდებით „უკანასკნელი აღთქმა“. ავტორი წარმოგვიდგენს შვიდ ადამიანს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეორედ მოვლენილი ბიბლიური მესიები არიან. ფოტოხელოვანი პროექტზე სამი წელი მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში საინტერესო პერსონაჟებს ეძებდა. მათ, ვისაც საკუთარი თავი გამორჩეული ჰგონია. რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი სურათები იონას ბენდიკსენმა თავად გაამჟღავნა და მოცულობითი ფოტოსერიის ამსახველი წიგნიც გამოსცა.