გამოფენა ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეაში

„სივრცითი კომპოზიცია“ – ამ სახელწოდების გამოფენა გაიხსნა ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“. ექსპოზიცია აერთიანებს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტთა ნამუშევრებს. სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტები არქიტექტურულ კომპოზიციას ასახავს. გამოფენის გახსნაზე მონაწილე სტუდენტებს სიგელები გადასცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.