გამოფენა თელავის მუზეუმში 

18:57, 13.05.2025

თელავის ისტორიულ მუზეუმში თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების და ძველი თუშური თამაშის პიქტოგრამების გამოფენას გაიმართა.

ნამუშევრები 2024 წლის ზაფხულში, „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის“ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებშია შექმნილი. გამოფენა ორგანიზებულია, „ახმეტის ტურიზმის და ტრენინგების ცენტრის“ მიერ და ღონისძიების თანაორგანიზატორია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია. ფესტივალის მიზანია, ძველი ორნამენტებით თუშური თამაშის აღდგენა, სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის შესახებ ცნობადობის გაზრდა და ტურიზმის განვითარება.

მსგავსი