გამოფენა თელავის მუზეუმში

18:50, 31.03.2026

თელავის ისტორიულ მუზეუმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს ფონდში დაცული ახლად რესტავრირებული უნიკალური ხატები, საღვთისმსახურო საგნები და ერეკლე მეორის დროინდელი  სახარება. გამოფენა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში იმართება. საგამოფენო სივრცე დამთვალიერებელს 21  აპრილამდე უმასპინძლებს.

მსგავსი