გამოფენა თელავის ისტორიულ მუზეუმში
თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ღონისძიება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში, მუზეუმში პატრიარქის ცხოვრების, მოღვაწეობისა და სულიერი გზის ამსახველი იშვიათი, აქამდე უცნობი ფოტომასალა გამოიფინა. ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ღონისძიებით გამოხატეს მადლიერება და პატივი მიაგეს პატრიარქის ხსოვნას.