გამოფენა „თანამედროვე ქართული ხელოვნება“

18:48, 31.03.2026

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გამოფენით, „თანამედროვე ქართული ხელოვნება’’ გაიხსნა.

ექსპოზიცია აერთიანებს მეოცე საუკუნის ქართული ფერწერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კოლექციას, მათ შორის ელენე ახვლედიანის, გივი თოიძის, ლადო გუდიაშვილის, ედმონდ კალანდაძის და სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებს. ცენტრში გაიმართა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია  – „ზვიად გამსახურდია: მებრძოლი სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის, მომავლის მოღვაწე“.

მსგავსი