გამოფენა სტრატოსფეროში

გამოფენა სტრატოსფეროში. დღეს ბათუმიდან ქართველი მხატვრის – რომანოზის ტილოზე შესრულებული 3 ნამუშევარი, საჰაერო ბურთის საშუალებით და სპეციალური მოწყობილობით გაუშვეს. ნამუშევარი 30-დან 45 კილომეტრამდე სიმაღლეს მიაღწევს. მის მოგზაურობას კი ვიდეოთვალი დააფიქსირებს. „ხელოვნებას არ აქვს საზღვრები, – ასეთი იყო ჩანაფიქრის კონცეფცია.

ნახატის გაშვებაზე ახალგაზრდა ტექნიკოსების, მხატვრების, რეჟისორების ჯგუფი მუშაობდა. მოგზაურობა სტრატოსფეროში დოკუმენტურ ფილმში აისახება, რომელიც ოქტომბერში გამოვა. სავარაუდო გათვლებით, სტრატოსფეროში გამოფენილი ნამუშევარი ბახმაროს მთებში უნდა დაეშვას, თუმცა შესაძლებელია, მან ტრაექტორია შეიცვალოს. პროექტი ბათუმში პრინტფესტივალის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წელს უკვე მეოთხედ გაიხსნა.