გამოფენა „სტამბაში“

სასტუმრო „სტამბაში“ მასშტაბური გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე ჟანგბადისა და ჰაერის დაბინძურების თემაზე, 40-ზე მეტი მონაწილის 50-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების მქონე ხელოვანების ექსპოზიციების წარმოდგენის მიზანი, საქართველოს აქტუალური შემოქმედებითი ძალის ჩვენებაა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებს უწყობს ფეხს.

გამოფენაზე ავტორების მიერ შექმნილი გარე და შიდა ინსტალაციებია გამოფენილი.

გამოფენა 26 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.