გამოფენა „როგორ იქმნებოდა „დედა ენა”

19:49, 17.03.2026

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გამოფენა „როგორ იქმნებოდა დედა ენა“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი არის იაკობ გოგებაშვილის არქივის ის ნაწილი, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს ნახოს, როგორ იქმნებოდა ჩვენთვის გამორჩეული მნიშვნელობის სახელმძღვანელო „დედა ენა.“ გამოფენის ფარგლებში გაიმართება საგანმანათლებლო აქტივობა „დედა ენის ბეჭდვის საიდუმლო“ სკოლის მოსწავლეებისათვის. ისინი თავად შეძლებენ დაბეჭდონ „დედა ენის“ ორი გვერდი.

გამოფენა 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი