გამოფენა ქართულ-აფხაზურ თემაზე 

ქართველების და აფხაზების მეგობრობის ამსახველი, აფხაზეთში გადაღებული ფოტოები დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოიფინა.

ფოტოების ავტორი პრეზიდენტობის კანდიდატი და კინორეჟისორი, თამაზ ბიბილურია. გამოფენა, ღონისძიების “ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრობის ზეიმი” ფარგლებში გაიმართა. 1993 წლამდე თამაზ ბიბილური ამ ღონისძიებას ყოველი წლის სექტემბერში რუხსა და სოხუმში აღნიშნავდა, კონფლიქტის შემდეგ კი, ღონისძიება თბილისში ტარდება.