გამოფენა ოპერის თეატრში

ოპერისა და ბალეტის თეატრში დავით ბადრიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

ცნობილი მომღერლის, პედაგოგის, საქართველოს სახალხო არტისტის, დაბადებიდან 120 წლისთავის იუბილეა. ექსპოზიციაზე ოჯახის არქივიდან დავით ბადრიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კოლექციაა წარმოდგენილი: ფოტოები, სხვადასხვა დოკუმენტი, ჯილდოები, აფიშები, პროგრამები, მემორიალური ნივთები, დადგმული სპექტაკლების დეკორაციისა და კოსტიუმის ესკიზები. ოპერისა და ბალეტის თეატრში ნაჩვენები იყო ნაწყვეტები კინოფილმიდან „ჯურღაის ფარი“.