გამოფენა „მიხეილ ჯავახიშვილის 140 წელი“

ლიტერატურის მუზეუმში ცნობილი ქართველი მწერლის ტრაგიკულ ცხოვრებასა და შემოქმედებას იხსენებენ. მიხეილ ჯავახიშვილის 140 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში მისი უნიკალური ხელნაწერები და ისტორიული ფოტოებია წარმოდგენილი. გამოფენილია ფრაგმენტები საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ცნობილი საზოგადო მოღვაწის მიერ მიცემული სხვადასხვა ინტერვიუდანაც.

კვაჭი კვაჭანტირაძე“, „ჯაყოს ხიზნები“, „არსენა მარაბდელი“ – ეს იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რაც მიხეილ ჯავახიშვილმა ქართველ მკითხველს დაუტოვა.

ქართული პროზის გამორჩეული წარმომადგენელი 1937 წლის რეპრესიების დროს, 56 წლის ასაკში დახვრიტეს.