გამოფენა „მესხეთის პალიტრა“
ახალციხის მუნიციპალიტეტმა სამცხე-ჯავახეთის მხატვართა კავშირის გამოფენას – „მესხეთის პალიტრას“ უმასპინძლა. გამოფენაზე ადგილობრივი მხატვრების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ახალციხის მერიამ მონაწილე მხატვრებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა. გამოფენა საქართველოს კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოსა“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.