გამოფენა კულტურის ცენტრში

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა საქართველოს ფოლკლორის  სახელმწიფო ცენტრში.

ღონისძიებაზე საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიული სასწავლებელის, „სახელობო სკოლის“ 40 მოსწავლის 100-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ნამუშევრების ძირითად ნაწილს საიუველირო ნაწარმი, მინანქარი, ჭედურობა, მინის ნაკეთობები, ტანსაცმელი და თექის ნაწარმი წარმოადგენდა.

გამოფენა საჩვენებელი ხასიათის იყო და მომავალშიც გაგრძელდება.