გამოფენა „იტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე“

პირადი ფოტო არქივის მრავალწლიანი კვლევის შემდეგ ცნობილი მხატვრის ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრში სერგო ქობულაძის დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებიან. წარმოდგენილი ფოტო კოლექცია წინა საუკუნის 50-იან წლებში ვენეციის საერთაშორისო ბიენალეზე ქართული დელეგაციის სტუმრობას და ქართველი ხელოვანის მიერ იტალიის ქუჩებში გადაღებულ უნიკალურ ფოტოებს
აერთიანებს. დაგეგმილია ელექტრონული კატალოგის პრეზენტაციაც.