გამოფენა ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ

კინოთეატრ „ამირანში“ „ინტერნეტმეკობრეობის“ წინააღმდეგ შექმნილი პოსტერების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციის მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმ ქართული ვებგვერდების შესახებ, სადაც მოპარული ფილმები და სერიალებია განთავსებული.

გამოფენის მთავარი გზავნილია, რომ ინტელექტუალური საკუთრების არალეგალურად გამოყენება, გავრცელება ან ყურება დანაშაულია და ასეთი სახის ქურდობა დიდ ზიანს აყენებს მედიაკინო და ინტერნეტინდუსტრიას და იქ დასაქმებულ ადამიანებს.