გამოფენა „გარეთუბანში მოგზაურობა“

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის და მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისი საგამოფენო სივრცეში გაცოცხლდება.

მაშინდელ გოლოვინის პროსპექტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ისტორიული შენობები ეროვნული არქივის პავილიონში იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს დახვდება ამ შენობების შესახებ ისტორიული ცნობები, ასევე თეატრების, მუზეუმების, გიმნაზიების და სინემატოგრაფიის ნაგებობების პროექტები და ფოტო-დოკუმენტური მასალები.

როგორი ვითარდებოდა თბილისი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან – გამოფენის ფარგლებში ბევრ ისეთ შენობას ნახავთ, რომელიც დედაქალაქში დღეს უკვე აღარ დგას, ექსპოზიცია აერთიანებს დოკუმენტურ მასალებსაც, მათ შორის თბილისში დაგეგმილი მშენებლობების პროექტების ესკიზებს, რომლებიც საბოლოოდ ვერ განხორციელდა. ექსპოზიცია ეროვნული არქივის პავილიონში 18 სექტემბრამდე იქნება წარმოდგენილი.