გამოფენა გალერეა „ვერეში“
გალერეა „ვერემ“ ზურაბ გომელაურისა და მისი ქალიშვილის, სალომე გომელაურის გამოფენას უმასპინძლა. მამა-შვილის ერთობლივ გამოფენაზე, ზურაბ გომელაურის ფერწერული ტილოები და მისი ქალიშვილის დიზაინით შექმნილი სამკაულებია წარმოდგენილი. ნახატების თემატიკა ქართული მითოლოგიური სიმბოლოები და ორნამენტებია. სამკაულები ოქროთი, ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით არის დამზადებული. ნამუშევრების ნახვა მსურველს ერთი კვირის განმავლობაში შეუძლია.