გამოფენა „ფერადი მბზინავი ფანქრები”

საქველმოქმედო ორგანიზაციის ბენეფიციარები ფოტოობიექტივში.

ფოტოხელოვანმა ქეთევან ყანჩაველმა კახეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მარტოხელა დედების ყოველდღიური ყოფა ფოტოებზე აღბეჭდა.

ნამუშევრები დედიკას გალერეაში გამოიფინება.

ექსპოზიციის სანახავად მისულ დამთვალიერებლებს ფოტოპროექტის გმირების უკეთ გაცნობის საშუალება ექნებათ.