გამოფენა ეროვნულ გალერეაში
ეროვნული გალერეა ქართული აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილი ხელოვანის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს – პაატა მერაბიშვილის ნამუშევრები ხვალიდან გალერეის ორ საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა – ექსპოზიცია ავტორის მიერ ბოლო წლებში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი ერთი თვის განმავლობაში იქნება. პაატა მერაბიშვილი წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობდა და სამშობლოში ეს მისი პირველი მასშტაბური გამოფენა იქნება.