გამოფენა ეროვნულ გალერეაში

ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის, დიმიტრი ხახუტაშვილის გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია ხელოვანის 95 წლის იუბილეს ეძღვნება. საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს მხატვრის ოჯახსა და კერძო კოლექციებში დაცული 80 ნამუშევარს დახვდება. მათ შორის იქნება მხატვრის ის ტილოც, რომელიც კულტურის სამინისტროს ინიციატივით, საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. გამოფენის ნახვა მსურველებს 6 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.