გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. წარმოდგენილია ფონდებში დაცული, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი საარქივო მასალა. გამოფენა პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, გიორგი კეკელიძესთან ერთად გახსნა, გამოფენას პარლამენტის წევრებიც ესწრებოდნენ.

მოამბე