საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი გავიდა. თარიღს, ეროვნული არქივი გამოფენით აღნიშნავს. ექსპოზიციაზე, ხელნაწერ დოკუმენტებთან და ისტორიულ საბუთებთან ერთად, წარმოდგენილია წმინდა ნინოს საქართველოში მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტოები, რომელიც ეროვნული არქივის საექსპედიციო გუნდმა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში გადაიღო. პარალელურად, ეროვნული არქივი წმინდანის შესახებ დოკუმენტურ ფილმზეც მუშაობს, რომელსაც წლის ბოლოს წარადგენენ.
გამოფენა, სახელწოდებით „წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი“ მარტის ბოლომდე გაგრძელდება.