გამოფენა ეროვნულ არქივში

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ – ამ სახელწოდებით ექსპოზიცია გაიხსნა დღეს ეროვნულ არქივში.

გამოფენა 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას ასახავს. მისულ სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ მასალები, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული. დოკუმენტებს შორისაა როგორც პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკა – დამოუკიდებლობის აქტები, გერბისა და დროშის ესკიზები, ჰიმნის ნოტები – ისე 26 მაისის საზეიმო აღნიშვნის შესახებ დოკუმენტები და ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების ამსახველი საარქივო მასალა. დამთვალიერებელს კონკრეტული მასალების ნახვა წელიწადში ერთხელ სპეციალურად 26 მაისისთვის მოწყობილ გამოფენაზე შეუძლია. თავად ექსპოზიცია კი ეროვნულ არქივში რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება მოწყობილი.