გამოფენა – ექვთიმე თაყაიშვილი

22:01, 09.10.2019

ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების და საქმიანობის ამსახველი დღემდე უცნობი მასალები საგამოფენო სივრცეში მოიყრის თავს.

ეროვნული არქივი ახალ ექსპოზიციას ამზადებს, რომელსაც არქივის 100-წლის იუბილეს უძღვნის.

წარმოდგენილი იქნება საზოგადო მოღვაწის და ქართული საგანძურის გადამრჩენელის უნიკალური ავტობიოგრაფია, ასევე დოკუმენტები, რომლებიც დამფუძნებელთა კრებაში მის საქმიანობას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტივობებს ეხება.

მსგავსი