გამოფენა „ჩემი სახლი აფხაზეთში“

„ჩემი სახლი აფხაზეთში“- გამოფენა ამ სახელწოდებით, აფხაზეთის დღის აღსანიშნავად, საკანონმდებლო ორგანოში გაიხსნა.

გამოფენის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შვილების ნამუშევრები. ღონისძიებას დაესწრნენ როგორც პარლამენტის წევრები, ისე მთავრობის წარმომადგენლები.

გამოფენაზე სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და აღნიშნა, რომ ნამუშევრებში ჩადებულია ის განცდა, რომელიც თითოეულ ქართველს გულში აქვს, ეს არის მონატრების განცდა.

აფხაზეთის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით დაწესდა.