გამოფენა „აბრეშუმის გალერეაში“

„აბრეშუმის გალერეაში“ მხატვარ ბუბა არაბულის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე 61 ნამუშევარია წარმოდგენილი. მხატვარმა როგორც ძველი, ისე ახლად შექმნილი ნახატები გამოფინა.

1982 წლიდან დღემდე მხატვრის არაერთი პერსონალური გამოფენა მოეწყო. „აბრეშუმის გალერეაში“ ბუბა არაბულის ნამუშევრების გამოფენა 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.