გამოძიება უცხო ქვეყნისთვის ტერიტორიის გადაცემის საქმეზე 

გამოძიების ინტერესის საგანი ხდება იმ სამთავრობო კომისიის საქმიანობა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე მუშაობს.

თავდაცვის სამინისტროს მიერ პროკურატურისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები თავის დროზე საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. არ არის მითითებული არც დრო და არც კონკრეტული სასაზღვრო მონაკვეთი, თუმცა ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს წინა ხელისუფლების დროს, კერძოდ 2006-2007 წლებში მოქმედი კომისიის საქმიანობას.

ოპოზიცია მძიმე მუხლით დაწყებულ ძიებას საარჩევნო კონტექსტში განიხილავს.