გამოძიება თავდასხმის ბრალდებით 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის ერთ-ერთი წევრის მიმართ, თავდასხმაზე საუბრობენ.

ბათუმის საკრებულოს წევრის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენელს, გიორგი დიასამიძეს უცნობი პირი თავს დაესხა და შუბლის არეში ჭრილობა მიაყენა. მისივე თქმით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც დიასამიძე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებთან ერთად, ბათუმიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლისაკენ აქციაზე მიდიოდა. მისი განცხადებით, თავდამსხმელი რუსულად საუბრობდა. ამასთან, ქამადაძე ეჭვობს, რომ თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროვოკაცია იყო. ქამადაძისვე ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მომხდართან დაკავშირებით, საქმის მოკვლევა  შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. ჩატარდა გამოიკითხვებიც.