გამოძიება სუს-ში

ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ექვსი მოწმის გამოკითხვა იგეგმება. მოწმეები უწყებაში 14:00 საათიდან არიან დაბარებულები. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ძიება 2020 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა. უწყებაში დღეს სწორედ აღნიშნული სიის წევრების გამოკითხვა იგეგმება.

დატოვე კომენტარი