გამოძიება სამართალდამცველის წინააღმდეგ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონულმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება უფლებადამცველ როლანდ შონიას განცხადებას, რომელიც აბაშის პოლიციის განყოფილების უფროსს, კობა ნარმანიას საადვოკატო საქმიანობისას ხელის შეშლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 15 დეკემბერს, პოლიციის მაღალჩინოსანმა ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან გასაუბრების უფლება არ მისცა. როლანდ შონია ამბობს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ის პროკურატურაში უკვე გამოიკითხა.