გამოძიება პროკურატურაში - შეფასებები

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაწყებული გამოძიება ისევ შეფასებების თემაა.

„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციულ მოცემულობაში გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო, შს ყოფილმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს. გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები აღნიშნულ გამოძიებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებენ და და ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე უკვე მეორედ დაიბარეს, თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ის კომისიის სხდომაზე მისვლას.