გამოძიება პროკურატურაში 

18:07, 20.06.2025

ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის საკითხზე გამოძიება გრძელდება გენერალურ პროკურატურაში.

დღეს გამოკითხვაზე ადგილობრივი მაცხოვრებელი მალხაზ ლომიძე და წაღვერის მკვიდრი თამაზ ლომიძე მივიდნენ. გამოკითხვები დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. მათი თქმით, პროკურატურის კითხვები, ძირითადად, 2019 წლამდე და მას შემდეგ მდგომარეობას ეხებოდა. ამავე საკითხზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებულია გიორგი გახარია, თუმცა უცნობია, აპირებს თუ არა ის სხდომაზე მისვლას. პარტიის წარმომადგენლები ამ პროცესს „პირადი შურისძიების მორიგ მცდელობას“ უწოდებენ. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ საგუშაგოს განთავსებით ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს. პროკურატურაში გამოძიების შეკითხვებს არაერთმა პირმა უპასუხა, მათ შორის იყვნენ ყოფილი თანამდებობის პირები, ვახტანგ გომელაური და მაია ცქიტიშვილი.

მსგავსი