გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ

21:06, 09.10.2026

მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატის საქმიანობით გამოძიება ინტერესდება.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეენიშვილს რამდენიმე წუთის წინ უფლებამოსილება დროებით შეუზღუდეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 337-ე მუხლით არის აღძრული. ყოფილ პარლამენტარს ვირტუალური აქტივების კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებელი უჩივის. ყეენიშვილს კანონის იმ მუხლის დარღვევას ედავებიან, რომელიც საჯარო მოხელეს სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობას უკრძალავს. გამოძიების ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედი წევრი ბიზნესმენისგან წილში შესვლას ითხოვდა – გავრცელდა აუდიო ჩანაწერიც, სადაც წილების გადანაწილებაზე საუბრობენ. როგორც ირკვევა, „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლის საჩივრის წერილი ჯერ ეროვნულ ბანკში შევიდა, სებ-მა კი შიდა მოკვლევის შემდეგ პროკურატურას მიმართა. ვირტუალური აქტივების პროვაიდერი კომპანია, რომლის მფლობელიც ჩივის, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშაა მოქცეული და ის ცენტრალურ ბანკს სოლიდური თანხით დაჯარიმებულიც ჰყავს. მედიასთან საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს ყოფილი დეპუტატი და საქართველოს „წითელი ჯვრის“ ყოფილი ხელმძღვანელი ნანა ყეენიშვილი, რომელიც სამი წლის წინ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე პარლამენტს მაშინდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.

მსგავსი