ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში დღეს დაბარებულები არიან სოფელ წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი ვაჟა ლომიძე და ამავე სოფლის მკვიდრი მანანა შეყელაშვილი. ისინი პროკურატურაში უკვე მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს, სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საგუშაგოს გახსნის საქმეზე დაიწყო საქართველოს პროკურატურამ გამოძიება. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო, რითაც ქვეყნის ინტერესები დააზიანა და კიდევ უფრო შემცირდა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ფართობი.