გამოძიება გენერალურ პროკურატურაში

18:20, 24.06.2025

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ახალმა გენერალურმა პროკურორმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. გიორგი გვარაკიძის თქმით, აუცილებლად გამოიკითხება ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ საქმესთან რაიმე სახის შეხება ჰქონია. ამასთან ერთად, გვარაკიძემ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გიორგი გახარიაც იქნება გამოკითხული. შეგახსენებთ, რომ გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდზე, არაერთი მოქალაქე გამოიკითხა, მათ შორის იყვნენ ადგილობრივი მკვიდრები და თანამდებობის ყოფილი პირები.

მსგავსი