ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც უწყებაში პირველ საათზე მივიდა. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. მათ შორის არის საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხო ქვეყნის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით. საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია იქ საგუშაგოს ჩადგმას გეგმავდა. მისი თქმით, მან უპასუხა კითხვებს, თუ რამდენად იყო საჭიროება ამ საგუშაგოს ჩადგმის და რამდენად იყო უწყება ინფორმირებული საკითხთან დაკავშირებით.