გამოძიება აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის წინააღმდეგ
ფინანსების სავარაუდო არამიზნობრივი ხარჯვა და კონგრესმენების შეცდომაში შეყვანა – შტატების პროკურატურამ ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მოკვლევის საგანია, რამდენად მიზნობრივად დახარჯა ამერიკის ეროვნული ბანკის შტაბ-ბინის რეკონსტრუქციისთვის ჯერომ პაუელმა 2,5 მილიარდი დოლარი – ვიდრე კოლუმბიის ოლქის პროკურატურა საქმეს სწავლობს, ბრალდებების ადრესატი მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის გამოძიებას, ტრამპის ადმინისტრაციიდან მომდინარე მუქარის გაგრძელებად აცხადებს. ჯერომ პაუელი, შტატების პრეზიდენტს ფედერალური სარეზერვო სისტემის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს. დონალდ ტრამპის მიმართ მსგავსი შინაარსის ბრალდებები ისმის კონგრესიდანაც. უთანხმოება ფედერალური სარეზერვო სიტემის ხელმძღვანელსა და შტატების პრეზიდენტს შორის ერთი წელია გრძელდება. მიზეზი სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებაა, რომელიც ჯერომ პაუელმა არ შეასრულა.