გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე - შეფასებები

მეორე დღეა შეფასებების საგანია არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიება, რომელიც დასკვნით ეტაპზე გადადის. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნები რომ გაყალბდა,- ეს ფაქტია, და გამოძიება არ სჭირდება. უმრავლესობის თქმით კი, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, და ისფედ-მა იმიტომ არ გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები, რომ ის ცესკო-ს მონაცემებს ემთხვეოდა და მათ ინტერესებში არ შედიოდა. გენერალურმა პროკურატურამ ამჯერად ISFED-სგან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოითხოვა. დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე ორგანიზაცია უკვე მეხუთე თვეა უარს ამბობს, თუმცა დღეს განაცხადეს, რომ მასალას პროკურატურას მიაწვდის. ინფორმაცია თავად „სამართლიანმა არჩევნებმა„ „ფეისბუკ“-განცხადებით გაავრცელა, რასაც მალევე ორგანიზაციის დირექტორის სტატუსიც მოჰყვა.