გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე - შეფასებები

ჯერჯერობით ისევ არ არის ცნობილი, თუ როდის გადასცემს გამოძიებას შესაბამის დოკუმენტაციას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“. 5-თვიანი უარის შემდეგ, ორგანიზაციაში მასალების მიწოდებაზე თანხმობა ცოტა ხნის წინ განაცხადეს. გენერალური პროკურატურა, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს ითხოვს. აღნიშნული გამოძიება შეფასებების საგანია პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა და საგამოძიებო მოქმედებებს არ ენდობა. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ „სამართლიანი არჩევნები“ პარალელური დათვლის შედეგებს იმიტომ არ აქვეყნებს, რომ ის ცესკო-ს მონაცემებს ემთხვევა.