გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, პროკურატურაში გამოძიება გრძელდება.
საგამოძიებო უწყებამ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან“ – შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე მიიღო. საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა ორგანიზაციისგან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გადაცემას ითხოვდა. დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე „სამართლიანი არჩევნები“ ხუთი თვის განმავლობაში აცხადებდა უარს.
პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას არ ენდობიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები.