გამოძიება, რომელიც ექვსი წლის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხება და კითხვები, რომლებიც დღეს აქტუალური გახდა. პროკურატურის გადაწყვეტილება, 20 ივნისის საქმეზე ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, გახარიას გუნდში პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება. მათი თქმით, საქმე მხოლოდ სამართლებრივი არ არის და ის წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიის დასუსტებისთვის მიზანმიმართულად გააქტიურეს. ამ აზრს იზიარებს ოპოზიციის სხვა ნაწილიც.
ხელისუფლების არგუმენტი კი სტრასბურგის გადაწყვეტილებაა, რომელიც სახელმწიფოს წამების აკრძალვის მუხლის დარღვევას ედავება.
გამოხმაურებები საგამოძიებო მოქმედებებზე და ამ პროცესის გავლენა საარჩევნო გარემოზე – ნახეთ ნათია ქენქაძის რეპორტაჟი.