გამოძიება 20 ივნისის საქმეზე 

21:10, 11.07.2025

საგამოძიებო მოქმედებები პარლამენტის შენობის წინ და გადაკეტილი რუსთაველის გამზირი – სამართალდამცავებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა დღის ბოლოს დატოვეს.

დღეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. პარლამენტთან ათეულობით დაზარალებულიდან ერთ-ერთი ის ადამიანიც მიიყვანეს, რომელმაც ექვსი წლის წინ გავრილოვის სკანდალის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაზიანებები მიიღო. მას ხელში ე. წ. დათვის ტყვია მოხვდა. პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებების მიზეზად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების შესრულებას ასახელებს. ერთი წლის წინ სტრასბურგმა რეზონანსულ საქმეზე ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამების აკრძალვას ეხება. 2024 წლის გადაწყვეტილებით ხელისუფლებას დაზარალებული მომჩივნების სასარგებლოდ სოლიდური კომპენსაციების გადახდაც დაეკისრა. რამდენად სწორად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის დაშლა დაგეგმილი და სად გადაამეტეს ძალას – ეს არის იმ გამოძიების საგანი, რომელიც ექვსი წელია გრძელდება.
ჩორჩანას შემდეგ კიდევ ერთ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე მიუთითებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდი.

მსგავსი