ექვსი წლის შემდეგ განახლებული ძიება კიდევ ერთი რეზონანსული საქმის გარშემო: გამოიყენეს თუ არა 2019 წლის 20 ივნისს სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა: რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოსთან თითქმის ყოველდღე მიდიან დაზარალებულები, რომლებიც ექვსი წინ წინანდელი სურათის აღდგენას ცდილობენ. პარლამენტთან მიმდინარე საგამოძიებო ექსპერიმენტში ამჯერად მონაწილეობა საქართველოს პირველი არხის ოპერატორმა მიიღო, რომელიც 2019 წლის საპროტესტო აქციის დაშლის დროს მძიმედ დაზარალდა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს კახა ჯონჯუას რეზინის ტყვია მოხვდა. რამდენიმე კვირის წინ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების მიზეზად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაზარალებულთა საჩივრების შესწავლის შემდეგ მიღებული ერთი წლის წინანდელი გადაწყვეტილება სახელდება.