გამოძიება 20 ივნისის საქმეზე

რუსთაველის გამზირზე, 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი გრძელდება. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა დღეს პირველი არხისა და აჭარის ტელევიზიის ოპერატორებმა, კახა ჯონჯუამ და კოტე გრიგალაშვილმა მიიღეს. ორივე მათგანმა 20 ივნისს, აქციის დროს, სხეულის დაზიანება მიიღო. საგამოძიებო მოქმედებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაზარალებულების უშუალო ჩართულობით ხდება. მიზანი – მოვლენების სრული სურათის აღდგენაა.